თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს – ხელფასი ₾2500- 3000-ია

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს – ხელფასი ₾2500- 3000-ია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე 400 ვაკანსიას აცხადებს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამით 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანსიები შეივსება, ხოლო ამჟამად მომუშავე მძღოლები 18-მეტრიან ავტობუსებზე გადანაწილდებიან.

„უკვე შევიძინეთ 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ამჟამად დამზადების პროცესშია. მათი შემოყვანა და სხვადასხვა მარშრუტზე გაშვება 2024 წლის განმავლობაში მოხდება. ამის გათვალისწინებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყო აღნიშნული ავტობუსების მართვისთვის საჭირო E კატეგორიის მოწმობის მისაღებად კომპანიაში ამჟამად მომუშავე მძღოლების გადამზადება. მათ ნაცვლად, აუცილებელი გახდება, შეივსოს 8, 10 და 12-მეტრიანი ავტობუსების მძღოლების ვაკანტური ადგილები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით.

„ვისაც სურვილი აქვს დასაქმების, უნდა მიმართოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. შესაბამისი გასაუბრებისა და სტაჟირების გავლის შემდეგ, ყველა ადამიანს, განურჩევლად სქესისა, შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე. ვაკანსია ცხადდება 400 მძღოლზე. მოცემულ ვაკანსიაზე თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 500 – 3 000 ლარს გამომუშავებით“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…